26 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და 4 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა - პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები