26 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
საფრანგეთში მიმდინარე აქცია დემნოსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთში, აქცია დემნოსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულია ათობით ადამიანი. პროტესტი ერთდროულად საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საპენსიო რეფორმებს აპროტესტებენ. ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული გეგმის მიხედვით, საპენსიო ასაკი ორი წლით – 64 წლამდე უნდა გაიზარდოს.

პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა. გაფიცვის გამო საფრანგეთის ქალაქებში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პარიზში დახურულია მეტროსადგურების ნაწილი.

დღის ამბები