დღეს უნდა შედგეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი. იგეგმება დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვა, თუმცა წინასწარ მათი ვინაობა არ კონკრეტდება.
პარალელურად, დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ადვოკატებს "ვივამედსა" და ციხის საავადმყოფოში ყოფნის ვიდეომასალები უნდა გადასცეს.
შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, მოსამართლის განჩინებას უწყება რამდენიმე დღის დაგვიანებით საბოლოოდ დათანხმდა.