26 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს კლიმატი გააჩნია ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში და პირველ ათეულში ვართ - პრემიერი

"საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს კლიმატი გააჩნია ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში და პირველ ათეულში ვართ. პირველ ოცეულშიც ვართ ეკონომიკური თავისუფლების და ბევრი სხვა რეიტინგის და ინდექსების კონტექსტში. ამიტომ, პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს ქვეყანაში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -"როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, საქართველო ასევე მდიდარია ჰიდრეოენერგორესურსებით.
 
აქვე მინდა ვახსენო, რომ ჩვენც გვაქვს თავისუფალი სამრეწველო და ეკონომიკური ზონები. ოთხია ასეთი საქართველოში. როგორც პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები საქართველოში, აზერბაიჯანში.  
 
ყოველივე ამის დაკავშირება გვსურს განახლებად ენერგიასთან. საქართველო მდიდარია ჰიდრეოენერგორესურსებით. ამჟამად მხოლოდ შესაძლებლობათა მხოლოდ 27 პროცენტს ვიყენებთ. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც ვგეგმავთ დიდ ინვესტიციებს განახლებად ენერგიაში - წყლის, მზის, ქარის ენერგიაში და ა.შ.  
 
გვინდა გამოვიყენოთ  ეს იაფი ენერგია და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა და ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთებას. ინვესტორებისთვის იქნება მომგებიანი. მმართველობის საკითხთან დაკავშირებით ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ძალიან სწორად ბრძანა, რომ გვქონდა შეხვედრა ყაზახეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ე.წ. საგზაო რუკას, იმაზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებას, თუ როგორ მოვხსნათ ბარიერები და მიმაჩნია, რომ შევთანხმდებით მომდევნო ნაბიჯებზე. ჩვენი გეგმაა, რომ საწყისი საგზაო რუკა, რაზეც შევთანხმდით 2027 წლამდე, ამ პერიოდში უნდა მოვამზადოთ ეს საკითხი ამ დერეფნისთვის," - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები