26 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს" - ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფალოზე, დედის და მეუღლის გვერდით დაკრძალეს

"უკანასკნელი მეფაიტონე ემშვიდობება თბილისს" - მომღერალი, მსახიობი, სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძე სიმღერის ფონზე, უწყვეტი ტაშით უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

სამოქალაქო პანაშვიდი ფილარმონიაში დილიდან მიმდინარეობდა. სცენაზე მეგობრები და კოლეგები დიდი არტისტის შემოქმედებით გზას იხსენებდნენ. წაიკითხეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილიც.

”გმირები არ კვდებიან”, - ამ სიტყვებით დაასრულა ომში მყოფი უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოსულმა კულტურის მინისტრმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოგზავნილი წერილის წაკითხვა.

ტაში არ წყდებოდა მელიქიშვილის გამზირზეც.

კინოსა და სცენის ლეგენდა - "მიმინო", "არ დაიდარდო", " ვერის უბნის მელოდიები" - ბუბა კიკაბიძის უკვდავი კინოროლები და სიმღერები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. 60 იანი წლებიდან სცენაზე იდგა და ამ წლების განმავლობაში მილიონობით თაყვანისმცემელი შეიძინა - ეს ქართველი არტისტის უკვდავი ისტორიაა.

ბუბა კიკაბიძის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმაც მიაგეს.

ლეგენდარული არტისტი მისივე ანდერძის თანახმად, ვერის სასაფალოზე დედის და მეუღლის გვერდის დაკრძალეს.

დღის ამბები