26 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
საბჭოთა პერიოდში არსებობდა ერთი საზოგადოდ ცნობილი ტერმინი - "ენდე, მაგრამ გადაამოწმე", დავოსში მოვისმინე საინტერესო ფორმულა - "არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე", ასე რომ მე მჯერა თანამშრომლობის - პრემიერი  

ერთი რამ მინდა, ვახსენო, ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი  – "ენდე, მაგრამ გადაამოწმე", ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დავოსში სხვა ფრაზა გავიგე – "არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.  

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო ნამდვილად არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი. 
 
"რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, რაც ბატონმა ალიევმა ბრძანა, არის ჩვენს ინტერესებში, რომ სამმხრივი შეხვედრა შედგეს, რადგან ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს. ჩვენ შეგვიძლია, გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონულ, მშვიდობის, კეთილდღეობის შესაძლებლობად. 
 
ერთი რამ მინდა, ვახსენო, ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი  – "ენდე, მაგრამ გადაამოწმე", ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დავოსში სხვა ფრაზა გავიგე – "არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე", – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

დღის ამბები