26 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ილჰამ ალიევი - დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის

ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, რადგან სომხეთმა სამწუხაროდ არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალივემა დავოსის ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

ალიევს კითხვა დაუსვეს სომხეთთან ურთიერთობაზე.

"ორი წუთი არ იქნება საკმარისი ამბის მოსაყოლად, სად ვართ, რა ეტაპზე ვართ. ჩვენ ვართ უდაბნოს შუაში, რადგან სომხეთმა სამწუხაროდ არ გვიპასუხა ჩვენს წინადადებაზე, რომ მშვიდობის შეთანხმება გაფორმებულიყო. ძალიან მარტივი იყო იმ ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ევროკომისარმა ჰანმა ბრძანა, რომ სომხეთი გვაკლია ამ თემატურ დისკუსიაზე, სამი ქვეყანაა რეგიონშიო, მე ვიცი ვის გულისხმობდა, რატომ არ არის სომხეთი აქ, იმიტომ რომ ჩვენი წინადადება საქართველოსთან ერთად იყო, სამმხრივი ფორმატი დაგვეწყო და უარი თქვა ამაზე სომხეთმა.

დიდად ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც შეხვედრა გამართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, რომ ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად. ეს არის ერთ-ერთი პოტენციური რისკი, რადგან კავკასიის სამივე ქვეყანა თუ გააერთიანებს ძალისხმევას, ენერგიის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრის დელიმიტაციის კუთხით, უფრო უსაფრთხო იქნება რეგიონი," - განაცხადა ალიევმა.

დღის ამბები