26 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
საქართველოში ოთხი თავისუფალი სამრეწველო და ეკონომიკური ზონა გვაქვს, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში ოთხი თავისუფალი სამრეწველო და ეკონომიკური ზონა გვაქვს, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები აზერბაიჯანში, საქართველოში და თან ამის დაკავშირება გვინდა განახლებად ენერგიასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. 
 
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ერთი-ერთი საუკეთესო ბიზნესკლიმატი აქვს. 
 
"ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, პირველ 10-სა და 20-ეულში ვართ, ეკონომიკური თავისუფლების, ბევრი სხვა რეიტინგისა და ინდექსების კონტექტსში. ასევე მინდა, ვთქვა, რომ ოთხი თავისუფალი სამრეწველო და ეკონომიკური ზონა გვაქვს საქართველოში, ეს არის იშვიათი შესაძლებლობა უცხოური კომპანიებისთვის, რომ ჩამოვიდნენ, შექმნან საწარმოები, ჩადონ ინვესტიციები აზერბაიჯანში, საქართველოში და თან ამის დაკავშირება გვინდა განახლებად ენერგიასთან. საქართველო მდიდარია ჰიდროელექტრორესურსებით. ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, სადაც დიდი ინვესტიციები გვაქვს განზრახული განახლებად ენერგიაში, მზის, ქარისა და ა.შ. გვინდა, ეს იაფი ენერგია და სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჩვენი ქვეყნის გამოვიყენოთ. ეს ყველაფერი ჯამში ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთებას, ინვესტორებისთვის იქნება მომგებიანი. 
 
აქვე მინდა, ვახსენო საკითხის მმართველობასთან დაკავშირებით ბატონმა პრეზიდენტმა ძალიან სწორად ბრძანა, რომ გვქონდა შეხვედრა ყაზახეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ე.წ. საგზაო რუკას იმაზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებას, როგორ მოვხსნათ ბარიერები და მიმაჩნია, რომ შევთანხმდებით მომდევნო ნაბიჯებზე. ჩვენი გეგმაა, რომ საწყისი საგზაო რუკა, რაზეც შევთანხმდით 2022-2027 წლამდე, ამ პერიოდში უნდა მოვამზადოთ ეს საკითხიც ამ დერეფნისთვის," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები