26 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა" - ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან შეხვედრას "ტვიტერში" ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში შეხვედრებს აგრძელებს. მთავრობის მეთაური Adani Group-ის თავმჯდომარეს გაუტამ ადანის შეხვდა საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიდ პოტენციალსა და რესურსებზე ისაუბრა.

2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება. Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23000 ადამიანი.

ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

"ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული კონგლომერატის Adani Group-ის დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ ისეთ სფეროებში ინვესტირების პერსპექტივები, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, სხვ. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებულ ძალიან კარგ შესაძლებლობებს,"-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები