26 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო: "არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა"

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ  "არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა".

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, პროცედურულ ნაწილში, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოს აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ "ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისათვის".

რაც შეეხება საქმის არსებით ასპექტს (სიცოცხლის უფლება), ამ კუთხით, სასამართლოს არ დაუდგენია დარღვევა. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა. 
გარდა ამისა, სასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), დასაბუთების არარსებობის გამო.

დღის ამბები