26 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
"ტვიტერმა" ფინანსური პრობლემების გამო აუქციონზე საოფისე და სამზარეულოს ტექნიკა გაიტანა - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს

"ტვიტერმა" ფინანსური პრობლემების გამო აუქციონზე საოფისე და სამზარეულოს ტექნიკა გაიტანა.  

ილონ მასკის ხელმძღვანელობაში მოსვლის შემდეგ კომპანიამ სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადა.

როგორც უცხოური მედია წერს, ახლა თანამშრომლები იძულებულნი არიან გაყიდონ ის, რაც ჰქონდათ სან-ფრანცისკოს ოფისში: ყავის აპარატები, გრილები, პიცის ღუმელები, უზარმაზარი ნეონის ნიშანი ლურჯი ჩიტით, მინი ფოტო-ჯიხურები, სამედიცინო ნიღბის 48 ჩანთა და მრავალი სხვა.

ცნობისთვის: ამერიკელმა მილიარდერმა ელონ მასკმა "ტვიტერი" 2022 წლის 28 ოქტომბერს შეიძინა. მან ეს ინფორმაცია საკუთარ "ტვიტერ" გვერდზე დაწერა სახელწოდებით the bird is freed - "ჩიტი გათავისუფლებულია". თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელონმა არაერთხელ სცადა თავიდან აერიდებინა ყიდვის ხელშეკრულებაზე პასუხისმგებლობა. 

ამასთან, როგორც CNN  წერს, მასკმა "ტვიტერის" შეძენის შემდეგ მალევე გაათავისუფლა აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი და ხელმძღვანელობის კიდევ ორი წარმომადგენელი.

"ტვიტერის" ისტორია ელონ მასკით არ შემოიფარგლება და მას საკმაოდ ქაოსური წარსულიც აქვს. სოციალურმა პლატფორმამ არაერთხელ შეიცვალა მფლობელი, მიზეზი კი ძირითად შემთხვევაში ტექნიკური პრობლემები ხდებოდა. 

"ტვიტერი" 2006 წელს  აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ სან-ფრანცისკოში დაარსდა.  სოციალური პლატფორმა მალევე იქცა ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებად. ძირითადად ამ პლატფორმას ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები იყენებენ. ამასთან, "ტვიტერი" 217 მილიონი ყოველდღიური მომხმარებლით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციალური ქსელია მსოფლიოში.

შექმნის დღიდან "ტვიტერი" მუდმივად გაურკვეველ ვითარებაშია. არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული ცნობები სოციალური მედიის ამ პლატფორმის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. 

ცალკეული კომპანიებისგან განსხვავებით, "ტვიტერს" არ გააჩნია სპეციალური ტიპის აქციები, რომლებიც მის დამფუძნებლებს გაყიდვაზე ვეტოს დადების უფლებამოსილებას აძლევს.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, "ტვიტერი" კარგა ხნის მანძილზე ვერ გაიყიდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად განიხილებოდა, რომ პლატფორმა უბრალოდ ვერ გამოიმუშავებდა საკმარის ფულს თავისი მომხმარებლებისგან, ეს გარემოება კი მუდმივად ეჭვს უჩენდა ინვესტორებს. 

დღის ამბები