ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნა მხოლოდ უბედური შემთხვევა არ არის - ამის შესახებ ვლადიმირ ზელენსკიმ, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს და მას სხვადასხვა სახე აქვს.
"ვფიქრობ, ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მე და ჩვენს საზოგადოებას გვაქვს, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს ომია. ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ არის. ომს რამდენიმე მიმართულება აქვს. აღარ არის უბედური შემთხვევები, ეს ყველაფერი ომის შედეგია. აბსოლუტურად ყველა ეს ნაბიჯი, ყველაფერი რაც ხდება," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის: კიევის ოლქში, ბროვარიში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი