26 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
მესამე დღე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში - ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

მესამე დღე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში - ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სოსო დვალიშვილი ახლა სავარაუდოდ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება. ოჯახისთვის დეტალები უცნობია. "კურიერი" სოფელ მეჯვრისხევში ჩავიდა.

ირკვევა, რომ დვალიშვილს ოკუპირებულ სოფელ არცევში ნათესავები ჰყავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყვეს.

უწყებამ მისი გათავისუფლების საკითხი გუშინ ერგნეთში გამართული შეხვედრის დროს უკვე დააყენა. ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და საერთაშორიო პარტნიორებიც. 

ნათესავებმა და მეზობლებმა დაკავების დეტალები არ იციან, თუმცა, "კურიერს" უყვებიან, რომ სოსო დვალიშვილის დედა სწორედ ოკუპირებული სოფელ არცევიდან არის და იქ ნათესავები, მათ შორის ოჯახის წევრებიც ჰყავს.

დღის ამბები