26 ნოემბერი 2024,   22:16
ვრცლად
არტისტი, რომელმაც ქართულ კინოსა და მუსიკაში ეპოქა შექმნა - საზოგადოება ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობება

არტისტი, რომელმაც ქართულ კინოსა და მუსიკაში ეპოქა შექმნა - "მიმინო", "მედროგე პავლე", "ბენჟამინ ღლონტი" - ბუბა კიკაბიძის შემოქმედებას დღეს მისი მეგობრები იხსენებენ.

ქაშუეთის ტაძარში სამოქალქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საზოგადოება ბუბა კიკაბიძეს ეთხოვება. ახლა მასზე წარსულში საუბარი უჭირთ, ამბობენ, რომ ბუბას კინოროლები და სიმღერები ის საგანძურია, რომელიც თაობებს დარჩება.

მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი - კინოს და სცენის ლეგენდას, ბუბა კიკაბიძეს, ხვალ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენიდან გამოასვენებენ და საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დღის ამბები