26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
"რა კითხვას დასვამს ალტინფო და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია" - მამუკა მდინარაძე
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელიც მან საქართველოსთან დაკავშირებით "ალტ ინფოს" კითხვის საპასუხოდ გააკეთა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
 
მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ალტინფოს" კითხვის პასუხზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანია მათ, ვინც ხელი მოაწერა ომის დაწყების დოკუმენტზე და მიყიდა რუსეთს ქვეუნის სტრატეგიული ობიექტები.
 
"რა კითხვას დასვამს ალტინფო და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც:
 
რუსეთს - გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!
 
რუსეთს - ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!
 
რუსეთს - მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!
 
რუსეთს - მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ,
როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.
 
რუსეთს - ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!
 
რუსებს - პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!
 
რუსეთსაც - გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!
 
რუსეთთან - არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!
 
რუსებისგან - იღებენ შემოსავალს, - ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!
 
ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!
პ. ს. რუსეთისგან - არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!
საბედნიეროდ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!.." - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
დღის ამბები