26 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება ავიაკატასტროფის რეალური მიზეზი - ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის შსს მინისტრის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

ზელენსკამ აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც დაადგენს თუ რა გახდა ავიაკატასტროფის რეალური მიზეზი.

"დღეს კიდევ ერთი რთული დღეა უკრაინისთვის. დაიღუპნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. ისინი ვინც საბავშვო ბაღის მიმდებარედ იმყოფებოდნენ. მე არ მაქვს ძალა იმისთვის გამოვხატო ჩემი განცდები მომხდართან დაკავშირებით. სიტყვების ერთად თავმოყრასაც ვერ ვახერხებ. გამოძიება მიმდინარეობს და დადგინდება ავიაკატასტროფის რეალური მიზეზი. მე პირადად ვიცნობდი მინისტრს რომელიც დღეს დაიღუპა და ჩემთვის ამაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია," - განაცხადა ზელენსკამ.

დღის ამბები