საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს მიუსამძიმრა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ twitter-ის გვერდზე უკრაინაში, კიევის ოლქში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოქვეყნდა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოხატავენ ღრმა მწუხარებას ბროვარიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გვსურს ჩვენი თანაგრძნობა გავუზიაროთ დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენს კოლეგებს და უკრაინის ხალხს," - აღნიშნულია სოციალურ ქსელის ოფიციალურ გვერდზე.