26 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისიტრმა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ისაუბრა

საქართველოს შესახებ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისიტრმა ისაუბრა.

საყურადღებოა, რომ სერგეი ლავროვს კითხვა "ალტ-ინფოს" ჟურნალისტმა დაუსვა, კითხვა კი უკრაინაში ომის კონტექსტსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხებოდა. სერგეი ლავროვმა გაიხსნა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაზე.

"ნატომ თავისი როლი ითამაშა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, სადაც მიიღეს დეკლარაცია, რომლის თანახმადაც საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები უნდა გამხდარიყვნენ. არ მინდა შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოვიყენო სააკაშვილის მიმართ, ის ემოციებს აყვა და ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი ინდულგენცია იყო. გამოჩნდა კონდოლიზა რაისი და სააკაშვილმაც გასცა ბრძანება დაებომბა ცხინვალი და მშვიდობისმყოფელების პოზიცია. უკრაინელებს ბუქარესტის სამიტიდან მეტი იმპულსი და დრო დასჭირდათ, რომ იმ მდგომარეობამდე მისულიყვნენ, განედევნათ ყველანაირი რუსული თავიანთი ტერიტორიებიდან. გვინდა ვიხილოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი როგორ ავითარებს ურთიერთობას საქართველოსთან. არის პირდაპირი მექანიზმები, რაშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. მიხარია, რომ აქტიურად ვითარდება ორი ქვეყნის მოსახლეობას შორის კონტაქტები. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი გასულ წელს 10 პროცენტით გაიზარდა, ეს ძირითადად რუსეთის ფედერაციის ტურიზმმა განაპირობა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფება იმისთვის, რომ სანქციებს შეუერთდეს. იმედი მაქვს, რომ მომავალში განვაახლებთ პირდაპირ ფრენებს საქართველოსთან. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს იმდენი გამბედაობა, გაუძლოს დასავლეთის ზეწოლას და იმოქმედონ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე," - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

დღის ამბები