ჩეხეთში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. აშშ-ის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული კრიმინალი, ჩეხეთის ტერიტორიაზე, ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლის ცენტრმა დააკავა - ინფორმაცია ამის შესახებ ჩეხურ მედიაში ვრცელდება.
საქართველოს მოქალაქე აშშ-ში ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებშია ბრალდებული და ამჟამად საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.
დაკავების მიზნით ჩხრეკა ჩატარდა პრაღაში მდებარე ერთ-ერთ სახლშიც, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდის დაცვის წევრიც აიყვანეს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
საექსტრადიციო პროცესების დასრულებამდე მამაკაცი პატიმრობაში დარჩება. უნდა განისაზღვროს, მოხდება თუ არა მისი ექსტრადიცია აშშ-ში, სადაც დაკავების ორდერი გაიცა.