ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, მან დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძმრა.
"დაშავდა 25 ადამიანი, მათგან 10 ბავშვია. ამ წუთის მონაცემებით, დაღუპულია 3 ბავშვი. ენით აუწერელი ტკივილია. ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ახლობლებს. დენისი, ევგენი, იური, შსს-ს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები, ნათელი ხსოვნა მათ," - თქვა ზელენსკიმ.
მან, ასევე, დასძინა, რომ ტრაგედიის მიზეზის დადგენა ყველა შესაბამის უწყებას დაავალა.