26 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
სულისშემძვრელი ტრაგედიაა, ვლოცულობ ბავშვებისა და დაშავებულებისთვის - შალვა პაპუაშვილი ბროვარიში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

უკრაინაში, ბროვარიში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება - შალვა პაპუაშვილი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. 

"უკრაინისთვის ეს სულისშემძვრელი ტრაგედიაა. ვლოცულობ ბავშვებისა და დაშავებულებისთვის, მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ," - წერს შალვა პაპუაშვილი. 

ვერტმფრენი, რომელიც კიევის ოლქში, ბროვარიში ჩამოვარდა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ეკუთვნოდა. ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი ლუბკოვიჩი.

ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია სულ 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. დაღუპულთაგან 9 ადამიანი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. 

შემთხვევის შედეგად დაშავებული 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 10 ბავშია

ვერტმფრენი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. 

დღის ამბები