უკრაინაში, კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარიში მომხდარ ავიაკატასტროფას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხსა და უკრაინელ კოლეგას უსამძიმრებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.
ვერტმფრენი, რომელიც კიევის ოლქში, ბროვარიში ჩამოვარდა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ეკუთვნოდა. როგორც "უნიანი" წერს, ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი ლუბკოვიჩი.
ამ დროის ინფორმაციით, დაღუპულია სულ 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. დაღუპულთაგან 9 ადამიანი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან 10 ბავშია. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
ვერტმფრენი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.