26 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც კიევს სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად - ბლინკენი

აშშ მზადაა, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც კიევს სჭირდება ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად - ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ბრიტანელ კოლეგასთან საუბრის დროს განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მიუღებელია რუსეთის მოთხოვნა კიევის მიმართ, რომ უკრაინამ ახალი ტერიტორიული რეალობა აღიაროს.

თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო დღეს ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ მსოფლიო უკრაინით დაიღლება და რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი აღარ ექნება.

დღის ამბები