26 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა არის რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავება - პრეზიდენტი

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობამ ქართველებში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში რეფორმების ნაკლებობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა უნაკლო არ არის, მაგრამ - პრეზინდეტი დარწმუმებულია, რომ "საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მეორე "არა" მიიღოს".

სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო. მისი შეფასებით, ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა მხოლოდ რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავებაა.

"ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რომელიც ჯერჯერობით ბოლომდე არ დაფასებულა არც ქართველი მოსახლეობის და ასევე შეიძლება ჩვენი ზოგიერთი პარტნიორის მიერ, ვინც ეს ევროპული პერსპექტივა მოგვცა. რა თქმა უნდა ამავდროულად, ჩვენ არ მიგვიღია კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო. ამან გარკვეული სახის იმედგაცრუება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, რადგან მათთვის ნათელი იყო ის ფაქტი, რომ რომ ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ, შესაძლოა, უფრო შორს წავედით [ევროინტეგრაციის] გზაზე მიღებული კანონმდებლობის, შიდა რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ამ ევროინტეგრაციის გზაზე მოგზაურობის 30 წლის განმავლობაში იქნა მიღებული. ამის გამო გარკვეული იმედგაცრუება გაჩნდა მოსახლეობაში, თუმცა ამავდროულად გვესმის ის ფაქტი, რომ  ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ორი დანარჩენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არსებითად იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელიც უკრაინელი ხალხი უძღვება და ერთის მხრივ არსებობდა პოლიტიკური მიზეზები იმ ფაქტში, რომ სამხედრო საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად მყოფმა ორმა სახელმწიფომ მიიღეს ეს აღიარება და საქართველო, რომელიც ასე პირდაპირ არ იყო სამხედრო საფრთხის ქვეშ, შეფასდა სხვა დამსახურებების მიხედვით, და იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზები, რატომ იქნა ეს განსხვავება გაკეთებული," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

დღის ამბები