26 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, რუსეთის აგრესიის საკითხზე ტრიბუნალის შექმნას კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება" - ზელენსკი

ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის აგრესიის საკითხზე ტრიბუნალის შექმნას კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება. ტერორისგან თავდაცვისთვის დახმარებაში ზელენსკი საერთაშორისო პარტნიორებს მადლობას უხდის.

"მშვიდობიანი მოქალაქეები და მცირეწლოვანი ბავშვები რუსეთისთვის მტრები არიან. რუსეთი კაცობრიობის მტრად გადაიქცა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ტერორისგან თავდაცვაში. მსოფლიო ისმენს უკრაინის ხმას დავოსში. იქ იციან, რა გააკეთა რუსეთმა დნიპროში, რას უკეთებენ ხერსონს, ხარკოვს, ჩვენს დონბასსა და სხვა ტერიტორიებს, სადაც რუსეთმა სიკვდილი მოიტანა. ჩვენ ვლობირებთ ტერორისტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, რუსეთის აგრესიის საკითხზე ტრიბუნალისა და ომის შედეგად მიყენებული ზიანის რუსული აქტივებით კომპენსირების სპეცმექანიზმის შექმნას ამ კვირის ბოლოს მსოფლიოში უფრო მეტი და უფრო გავლენიანი მხარდამჭერი ეყოლება," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები