ბუბა კიკაბიძეს მთელი საქართველო ემშვიდობება. არტისტმა სამშობლოში თითოეულ ადამიანს დაამახსოვრა და შეაყვარა თავი. გამონაკლისი არც მსოფლიოს სხვა ქვეყნებია. სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ანდრეი კაიანოვი იმყოფებოდა, რომელმაც პატივისცემის ნიშნად, უკრაინის დროშა, ქაშუეთის ტაძარში მიიტანა. გაიხსენა მათი ბოლო საუბარიც.
ბუბა კიკაბიძე დღეს საკუთარი სახლიდან ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. შეიკრიბნენ მოქალაქეები, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, კოლეგებმა ბუბა კიკაბიძის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
”კინოს და სცენის ლეგენდა”- ასე ბუბა კიკაბიძეს შემოქმედებითი მეგობრები ახასიათებენ. წლების განმავლობაში დაგროვებული კინოროლები და სიმღერები, ასევე კულისებში ურთიერთობა, - არტისტის გენიალურ იუმორზე და ურთიერთობაზე ახლა წარსულში საუბრობენ.
კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი, - ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ ქაშუეთის ტაძარში გაიმართება, ხუთშაბათს კი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან, იმ სცენიდან სადაც უიამრავი წელიაკავშირებს გამოასვენებენ. ბუბა კიკაბიძეს საკუტარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.