26 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები იწყება - ზარალის რაოდენობა, პირველადი მონაცემებით 20 მილიონ ლარს აღწევს

ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პრემიერის დავალებით, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იმერეთის შემდეგ ვითარებას ადგილზე სამეგრელოსა და გურიაში გაეცნენ. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები რწმუნებულთან და მერებთან ერთად, ფოთსა და ზუგდიდში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.

ძლიერმა ქარმა სამეგრელოს შვიდი მუნიციპალიტეტი დააზარალა. დაზიანდა 2 839 კერძო საცხოვრებელი სახლის და 93 კორპუსის სახურავი, ასევე 37 საჯარო სკოლა, 16 საბავშვო ბაღი, 11 ადმინისტრაციული შენობა და ორი ამბულატორია.

ძლიერი ქარის შედეგად დასავლეთ საქართველოში ზარალი, პირველადი მონაცემებით, 20 მილიონ ლარს აღწევს. მთავრობის ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო თანხა, რომელიც ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

 

 

დღის ამბები