26 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
მოვიკითხეთ ინფორმაცია სოსო დვალიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოვითხოვეთ - ირაკლი ანთაძე

საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება ერგნეთის ფორმატში კვლავ განიხილეს. ოფიციალური თბილისის მხრიდან, უკანონოდ დაკავებულთა საკითხზე გაკეთდა აქცენტი.

ამ დრომდე ცხინვალის ციხეში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება. ერთი დაკავების შესახებ ცნობილი დღეს გახდა - ასევე განხილვის საგანი იყო გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ მეჯვრისხევში ევროკავშირის სამონიტორინგო ჯგუფი იმყოფებოდა, რა დროსაც რუსებმა ჰაერში გაისროლეს.

"საკითხი იყო განხილული, ამას მიეცა შეფასება და რა თქმა უნდა, შეფასება შესაბამის რეპორტებშიც მიეცემა, ასევე, ამ ფაქტს შეფასება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ისინი მზად არიან გასცენ პასუხი შეკითხვებს. ჩვენ მოვიკითხეთ ინფორმაცია აღნიშნულ პირთან დაკავშირებით, საქმე ეხება სოსო დვალიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს, რომელიც გვიან ღამით მოხდა. ჩვენ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოვითხოვეთ, რაზეც პასუხი გახლავთ ის, რომ ე.წ. პროცესი მიმდინარეობს და გადაწყვეტილება გვეცნობება ცხელი ხაზით,"- აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  ირაკლი ანთაძე.  

დღის ამბები