26 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, პრემიერის დავალებით სამეგრელოში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჩავიდნენ.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები რწმუნებულთან და მერებთან ერთად, ფოთსა და ზუგდიდში დაზიანებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ და სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.

სამეგრელოს შვიდი მუნიციპალიტეტი დააზარალა ძლიერმა ქარმა. დაზიანდა 2 ათას 839 კერძო საცხოვრებელი სახლის და 93 კორპუსის სახურავი, ასევე 37 საჯარო სკოლა, 16 საბავშო ბაღი, 11 ადმინისტრაციული შენობა და ორი ამბულატორია.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსგავსი შეხვედრები უკვე გამართეს იმერეთსა და გურიაშიც. რეგიონებს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ. 



დღის ამბები