26 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
ეს ომი შეიძლება უფრო შორს წავიდეს და კრიზისები გაფართოვდეს, თუ აგრესორი არ დამარცხდება - ოლენა ზელენსკა

ეს ომი შეიძლება უფრო შორს წავიდეს და კრიზისები გაფართოვდეს, თუ აგრესორი არ დამარცხდება, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკას თქმით, რუსეთის აგრესიის პირობებში შეუძლებელია მსოფლიო ებრძოლოს ინფლაციას, დაიცვას საარსებო მინიმუმი და მიაღწიოს კლიმატურ ნეიტრალიტეტს.

"არ არსებობს გლობალური პრობლემა, რომლის გადაჭრასაც კაცობრიობა ვერ შეძლებს. ჩვენ გვაქვს საკმარისი ენერგია და ძალა ამისთვის. როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება მსოფლიოში, სადაც ტანკებით ატომურ ელექტროსადგურებს ესვრიან? რა ბედი ეწევა ინფლაციას, როცა სახელმწიფო საზღვრები ნგრევას დაიწყებს და ქვეყნების მთლიანობა გაითელება? რა დაემართება ცხოვრების საარსებო მინიმუმს, როდესაც ათობით მილიონი ადამიანი იძულებული გახდება გაექცეს მასობრივ შიმშილს და გახდეს ლტოლვილი? როგორ სურს მსოფლიოს მიაღწიოს კლიმატის ნეიტრალიტეტს, თუ აქამდე უკრაინის მთელი ქალაქების დაწვაც კი არ შეწყვეტილა? ამას აკეთებს რუსეთი თავისი არტილერიით, რაკეტებით, ირანული დრონებით. და თქვენ იცით, რომ რუსული აგრესიის მიზანი არასოდეს ყოფილა შეზღუდული უკრაინის საზღვრებამდე. ეს ომი შეიძლება უფრო შორს წავიდეს და კრიზისები გაფართოვდეს, თუ აგრესორი არ დამარცხდება," - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

დღის ამბები