საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, მარკ ბოუმენს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები შეხვდნენ. მხარეებმა მიმოიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
დღესვე, ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლის მიხედვითაც თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის, საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს მიიღებს.
დოკუმენტებს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტმა.