26 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
"ერთადერთი გამოსავალი არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები, რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე არაფერი არ გამოვა" - ლევან ხაბეიშვილი

ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, პროცესის პარალელურად, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ის "ქართველ ხალხთან და ნამდვილ ოპოზიციონერებთან" ერთად კოალიციის შექმნას გეგმავს, თუმცა მეტ დეტალს არ აკონკრეტებს.

"ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან და ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე არაფერი არ გამოვა. ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველას, მოვემზადოთ მობილიზებისთვის. მინდა დავპირდე საზოგადოებას, რომ კოალიციის გაკეთებას ვაპირებ ქართველ ხალხთან და ყველა ნამდვილ ოპოზიციონერთან, რომელსაც ამ ქვეყნის გადმოტრიალება და ქვეყანაში სწრაფი რევოლუციური ცვლილებები უნდა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები