26 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
კანადის პრემიერის განცხადებით, უკრაინისათვის "ლეოპარდ 2-ის" ტიპის ტანკების გაგზავნას ჯერ არ აპირებენ

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ისინი ჯერ არ აპირებენ უკრაინისათვის "ლეოპარდ 2-ის" ტიპის ტანკების გაგზავნას. განცხადებაში ტრუდომ ასევე თქვა, რომ განიხილავენ უკრაინის ხელმძღვანელობის ამ მოთხოვნას. პრემიერის თქმით, ისინი მზად არიან უკრაინას მიაწოდონ ის, რაც მათ სჭირდებათ, რათა შეძლონ რუსეთის დამარცხება.

აღსანიშნავია, რომ "ლეოპარდ 2-ის" რე ექსპორტისათვის გერმანიის მთავრობის თანხმობას მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან ეს ტანკები გერმანული წარმოებისაა და აუცილებელია "მწვანე შუქი" მიწოდებისათვის.
 

დღის ამბები