26 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
უკრაინის რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

უკრაინის რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. ერთ-ერთი დეპუტატი ალექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე პარლამენტარმა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურსაც მიმართა, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებებში სახელმწიფო ღალატის ნიშნები იკვეთება.

განცხადების ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ ბოდიში მოიხადა თავად არესტოვიჩმა, რომელმაც მის სიტყვებს იმის შესახებ, რომ დნიპროში რუსული რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შედეგად აფეთქდა, სერიოზული შეცდომა უწოდა.

"მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომლებსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხოთ," - განაცხადა არესტოვიჩმა.

დღის ამბები