26 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დავოსში - დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და ბიზნესწრეებთან

დილიდან იწყება დავოსის კონფერენციის პლენარული სხდომა. დაგეგმილია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა. შვეიცარიაში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

ირაკლი ღარიბაშვილს 1 კვირის განმავლობაში ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

ოფიციალურ პროგრამაში აღნიშნულია, რომ ასევე გაიმართება დისკუსია სამხრეთის კორიდორთან დაკავშირებით და სწორედ ამ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა.

ეკონომიკური ფორუმი პირველად ჩაივლის რუსი პოლიტიკოსებისა და რუსი მილიარდერების გარეშე.

დღის ამბები