26 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
რადაში არესტოვიჩის გადაყენებას ითხოვენ - “მისი წარმოდგენები სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს“

უკრაინის რადას დეპუტატები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

რადას წევრის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, დეპუტატების მიმართვა უკვე გაეგზავნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეს. 

"დროა არესტოვიჩი გადადგეს! ჩვენ, რადას სხვა დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გადაყენებას. არესტოვიჩის წარმოდგენები დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ჩვენი საჰაერო თავდაცვის გამო დანგრევის შესახებ სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს," - აცხადებს ოლექსი გონჩარენკო

დღის ამბები