კონგოში, აფეთქებას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში მოხდა. დაჭრილია 30-მდე ადგილობრივი.
მედიის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტებთან დაკავშირებულ ჯგუფს ეკისრება. კონგოში უკვე რამდენიმე ათწლეულია 120-ზე მეტი შეიარაღებული დაჯგუფება და გასამხედროებული ჯგუფი იბრძვის, ტერიტორიებისა და ძალაუფლებისთვის.