გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა - გერმანული მედიის ინფომაციით, კრისტინ ლამბრეხტის თანამდებობის დატოვების მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.კერძოდ, გაიზარდა მინისტრის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ უკრაინის ომის ფონზე ლამბრეხტმა ვერ შეძლო გერმანიის თავდაცვისუნარიანობის ფორმაში მოყვანა.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, კრისტინ ლამბრეხტი მკაცრად გააკრიტიკეს "ინსტაგრამში" გავრცელებული ახალი წლის გზავნილის გამო, სადაც ის საახალწლო ფოიერვერკების ფონზე, უკრაინაში ომსა და სარაკეტო დაბომბვებზე საუბრობდა.