26 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის ჩემპიონია

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის ჩემპიონია. ქართველმა მოფარიკავემ ეს ტურნირი პირველად მოიგო. ტუნისის გრან პრი ფარიკაობაში პრესტიჟულობით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და კონტინენტის პირველობასთან არის გათანაბრებული.

ტურნირის ფინალში ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, იტალიელი ლუიჯი სამელე 15:8 დაამარცხა. 29 წლის ქართველმა მოფარიკავემ ფინალამდე რუმინელ, იაპონელ და გერმანელ სპორტსმენებს სძლია.

დღის ამბები