ჩინეთში, ქიმიურ სადგურზე მომხდარ ძლიერ აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 34.
ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 12 ადამიანი. შემთხვევა ქალაქ პანჯინის გარეუბანში მოხდა, რომელიც პეკინის აღმოსავლეთით მდებარეობს. მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.