ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა შეერთებულ შტატებში სროლის შედეგად. შემთხვევა ტეხასის შტატში, ჰიუსტონში მდებარე ერთ-ერთი კლუბის ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა 50-ზე მეტჯერ გაისროლა. პოლიცია ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.