26 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
ილჰამ ალიევმა ბუბა კიკაბიძეს, მთელი ეპოქის სიმბოლო უწოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს, მთელი ეპოქის სიმბოლო უწოდა. ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო და რამდენიმე თაობის გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრული და მეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში.

დღის ამბები