26 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ქართული ხორბლის კულტურა და მესხურ სამზარეულო - არამატერიუალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კიდევ 6 ობიექტს მიენიჭა

არამატერიუალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კიდევ 6 ობიექტს მიენიჭა, მათ შორისაა ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები - გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია, ინფექციური დაავადება "ბატონებთან" დაკავშირებული რიტუალები, და სხვა. ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე მესხურ სამზარეულოს.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები - ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები.

დღის ამბები