84 წლის ასაკში გარდაიცვალა ბუბა კიკაბიძე. მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ ფილმში, ჩამონათვალი გრძელია მათ შორისაა "მიმინო", "არ დაიდარდო", "ვერის უბნის მელოდიები". ბუბა კიკაბიძე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბუბა კიკაბიძის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
"მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
სამძიმრის წერილი გაავრცელა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გარდაცვლილის უჯახს მიუსამძიმრა თბილისის მერმაც.