26 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
​ 2023 წლის ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა - საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 116 ქვეყანაში შეუძლიათ

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა, - ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.

გარდა ამისა 2023 წლის ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა. საქართველოს მოქალაქეებს პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ 116 ქვეყანაში. ამ მაჩვენებლით, 2023 წელს, საქართველოს საპასპორტო ინდექსის რეიტინგში 50-ე ადგილი უკავია. ჰენლის პასპორტის მსოფლიო ინდექსი არის მსოფლიოს ქვეყნების პასპორტების რეიტინგი, რომელიც დგება იმის მიხედვით, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია უვიზოდ მოგზაურობა მის მფლობელს.

რუსეთი ამ სიის 49-ე ადგილზეა. აზერბაიჯანი 76-ე, სომხეთი კი 79-ე ადგილს იკავებენ. რეიტინგის სათავეში იაპონიაა, რომლის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუძლიათ მსოფლიოს 193 ქვეყანაში. რეიტინგის სათავეში იაპონია უკვე ზედიზედ მეხუთე წელია ექცევა. ბოლო ადგილზე ავღანეთია, საიდანაც უვიზოდ მხოლოდ 27 ქვეყანაშია მოგზაურობა შესაძლებელი.

დღის ამბები