26 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება - გავლენებისთვის ბრძოლას კომპრომატების ომი ემატება

"ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება, თუმცა პარტიის წევრებისთვის სადარდებელი თემა მხოლოდ არჩევნები არ არის. გავლენებისთვის ბრძოლას კომპრომატების ომი ემატება.

ორი კვირის განმავლობაში ფარული ორი ჩანაწერი გავრცელდა. ერთ აუდიომასალაში სავარაუდოდ - ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს აგინებს, მეორე ჩანაწერში კი, რომელიც რუსთავი 2-ს ექსკლუზიურად მიწოდეს, გიული ალასანიას საუბარია, ვის ელაპარაკება ყოფილი პრეზიდენტის დედა არ იმის, თუმცა გარკვევით ისმის გიული ალასანიას საუბრის ის ფრაგმენტი, სადაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე და საუბარი.

ფარული ჩანაწერების გავრცელებამ პოლიტიკურ სპექტრში ახალი ეჭვები და კითხვები გააჩინა - ვინ ვის სასარგებლოდ მოქმედებს, ვინ დგას ამ ჩანაწერების უკან და ყველაზე მთავარი ვის აწყობს ასეთი წესებით მოქმედება.

დღის ამბები