26 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ბრაზილიაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი დააკავეს

ბრაზილიაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი დააკავეს. მას 8 იანვარს სამთავრობო შენობებზე თავდასხმებთან კავშირში ადანაშაულებენ. როგორც ცნობილია მის სახლში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის გეგმა აღმოაჩინეს, რომელიც რეიდის შედეგად მოიპოვეს.

ცნობილია, რომ გამოძიება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტითაც დაინტერესდა. პროკურატურა ეჭვობს, რომ ბოლსონარო საპრეზიდენტო არჩევნების წაგების შემდეგ, აქციების ორგანიზებასა და დაფინანსებაში იყო ჩართული. 8 იანვარს ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები დედაქალაქის სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ, სადაც ბარიკადები ააგეს და პოლიციელებს ქვებითა და ჯოხებით დაესხნენ თავს.

დღის ამბები