26 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ნიკა მელიას ღია მხარდაჭერას უცხადებს

შიდაპარტიულ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია ნიკა მელიას ღია მხარდაჭერას უცხადებს.

დღესვე შეიქმნა შტაბი, რომლის ხელმძღვანელად გაგა მანაგაძე დაასახელეს, საორგანიზაციო მდივნის პოზიცია კი პაატა ღაჭავამ დაიკავა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრი, გიორგი კილაძე აცხადებს, რომ ახლა პარტიის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, ამისთვის კი აუცილებელია, თავმჯდომარის პოსტზე კვლავ ნიკა მელია აირჩიონ.

""ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და წარმატებებს ვუსურვებთ 28–29 იანვარს დაგეგმილ არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაა და 2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულია", – განაცხადა კილაძემ.

დღის ამბები