26 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო-არესტოვიჩი  

რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, რომელიც დაცემისას აფეთქდა- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.

მისივე თქმით "იქს-22-ის" ტიპის რაკეტა ტოქსიკურ საწვავზე მუშაობს და სავარაუდოდ, განადგურების დამატებით ელემენტად სწორედ ეს იქცა.

"რაკეტა ჩამოაგდეს, ის სადარბაზოს დაეცა და აფეთქდა. "X-22" ტიპის რაკეტა, რომელიც უკიდურესად ტოქსიკურ საწვავზე მუშაობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განადგურების დამატებით ელემენტად სწორედ ტოქსიკური საწვავი იქცა,"-აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი.

დღის ამბები