საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება იმართება.
მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო პროგრამა საღამოს კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.